Tuesday, April 16, 2013




1. პროექტის სახელწოდება: ,,მე და საქართველო“
2. პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული სინამდვილიდან
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები ნაკლებად იცნობენ საქართველოს ისტორიულ კუთხეებს და მათი  ეთნოლოგიური ყოფა-ცხოვრებისათვის დამახასიათებელ ნიშნებს. ამ პროექტით უკეთ გაეცნობიან საქართველოს,დააფასებენ მის წარსულს და უფრო ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბდებიან.
4. პროექტის მიზანი: პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეთა თანამშრომლობის,ინფორმაციის მოპოვებისა და ორგანიზების, კვლევის და კომუნიკაციის
უნარების ჩამოყალიბებას.
5.  მონაწილეთა ასაკი: მე-7-მე-8 კლასები (12-14 წელი)
6.  ვადები/ ხანგრძლივობა: 3თვე
 7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: კონფერენცია,კედლის გაზეთები,ფოტო გამოფენის მოწყობა,საიტების შექმნა ქართულ და ინგლისურ ენებზე.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი,ბიბლიოთეკა


9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები ინტერესის მიხედვით ირჩევენ მასწავლებლის მიერ წინასწარ შედგენილი თემებიდან ერთ-ერთს და ქმნიან 4-5 კაციან ჯგუფებს. ინაწილებენ ფუნქციებს. განსაზღვრავენ პრიორიტეტებს.მასალების მოპოვების მიზნით გეგმავენ ექსკურსიებს. მოიპოვებენ ფოტო,აუდიო და ვიდეო მასალას ასევე ეთნოგრაფიული ხასიათის ჩანაწერებს.  ამ და სხვა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მასალებზე ( ინტერნეტის მასალები და შესაბამისი ლიტერატურის
) დაყრდნობით ჯგუფები შექმნიან საბოლოო ნაშრომს, რომელიც ჯერ კონფერენციაზე იქნება წარმოდგენილი სლაიდ-შოუს თანხლებით, ხოლო შემდეგ კედლის გაზეთის სახით.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართული ენა, გეოგრაფია, ხელოვნება
მოსწავლე იკვლევს, თუ რა გავლენას ახდენს ბუნებრივი პირობები, სოციალური გარემო და ეკონომიკური ურთიერთობები ადამიანთა ყოფაზე.
მოსწავლე იკვლევს საზოგადოების განვითარების კულტურულ საფუძვლებს.
11. პროექტის ხელმძღვანელი: ნატალია მაისურაძე

12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: maisuradzenatalia1@gmail.com

No comments:

Post a Comment